"ოცნებას" აღარ დარჩა პარტნიორი, რომელიც არ ამბობდეს, რომ ქვეყანამ ევროპულ გზას გადაუხვია - ბოტკოველი
„საერთაშორისო ასპარეზზე არ დარჩენილა „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი ან რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც არ ამბობდეს, რომ ქვეყანამ ევროპულ გზას გადაუხვია", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი ბოტკოველი საუბრობს. მისი თქმით, სწორედ ამაზე საუბრობს ევროპული საბჭოც.
ბოტკოველი მიიჩნევს, რომ ეს შეფასებები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გავლენას აუცილებლად იქონიებს და ყველა ერთად დაამარცხებს ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის გავიტარებას უშლის ხელს.
არ არსებობს ევროპის სტრუქტურები, რომლებსაც მსგავსი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებასთან და რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც გაიტანა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს განცხადება და ამას საუბრობს ჩვენი ყველა პარტნიორი. დღეს, არ დარჩენილა საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ეს შეფასებები გავლენას იქონიებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ჩვენ ერთად დავამარცხებთ ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.