ევროპის საბჭო "ოცნებას" ხალხის ტერორის, ცემის, ძალადობისა და დაშინების გამო პასუხს სთხოვს

03.07.24 13:11
ევროპის საბჭო "ოცნებას" ხალხის ტერორის, ცემის, ძალადობისა და დაშინების გამო პასუხს სთხოვს

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი უმწვავეს განცხადებას ავრცელებს. კომიტეტი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი დაამტკიცა და ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ გუნდის ეკისრება. 

ევროპის საბჭოს კონგრესი ასევე "ქართულ ოცნებას" ხალხის ტერორის, ცემის, ძალადობისა და დაშინების გამო პასუხს სთხოვს. 

დაიწყეთ დიალოგი ამ კრიზისი გადასალახად, ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, შეუძლია აქტიური, თავისუფლად და თანაბრად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა დონეზე - ასეთია ევროსაბჭოს პოზიცია. 

მონიტორინგის კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული ქართულ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობითა და მზარდი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია კანონმდებლობის მიღებით, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს. ეს სიტუაცია უკვე გახდა ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებების საგანი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და კონგრესის პრეზიდენტისა, რამაც აიძულა ევროკავშირი შეეჩერებინა ევროკაშირში საქართველოს გაწევრინების პროცესი.  კომიტეტი ასევე შეშფოთებულია დემონსტრანტების, პარლამენტის წევრების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენებით, ძალადობისა და დაშინების კამპანიით", - წერია განცხადებაში.