"ოცნება" ხალხს ატყუებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს - სამადაშვილი
"ოცნება" ხალხს ატყუებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთიმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამავე დროს, უკიდურესად კრიტიკულად აფასებს რუსი ოლიგარქის რეჟიმის მიერ მიღებულ რუსულ კანონს.
მმართველი პარტია, ზუსტად რუსული პროპაგანდის ხერხებით, ანტი-ამერიკულ განცხადებებს აკეთებს. ხალხს ატყუებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
სიმართლე სხვაა - ეს დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამავე დროს, უკიდურესად კრიტიკულად აფასებს რუსი ოლიგარქის რეჟიმის მიერ მიღებულ რუსულ კანონს, მოითხოვს, ეუთომ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად და საუბრობს დემოკრატიულ გამოწვევებზე საქართველოში.
ამიტომ არ უჭერს მხარს დოკუმენტს რუსული დელეგაცია, რომელიც 26 ოქტომბრამდე ჯერ ისევ საქართველოს სახელით საუბრობს ამ ფორუმზე", - წერს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.