"პოლიტიკურად ანგაჟირებული" - ქადაგიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე
პოლიტიკურად ანგარიჟებული რეზოლუცია, - ასე აფასებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ რეზოლუცია ქართული ოპოზიციის საამებლად შეიქმნა.
ჩვენი განსაკუთრებული პროტესტი მოჰყვა ამ რეზოლუციას და თუ შეცვლიან იმ ჩანაწერს, რითაც, ფაქტობრივად, რუსული პოლიტიკის ლეგალიზაციას ახდენენ, ძალიან კარგი იქნება. ეს რეზოლუცია კი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გზავნილები ქვეყნის შიგნით ოპოზიციის საამებლად. თავიდან ბოლომე ანგაჟირებული რეზოლუციაა, - ამბობს ქადაგიშვილი.
რუსული სტილის კანონი, ფაქტობრივად, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ახშობს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რეპრესიულს ხდის სამთავრობო აპარატს. ეს ყველაფერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წერია, რომლის ერთი ნაწილიც საქართველოს ეხება.