გედის ბოლო სიმღერას მაგონებს "ოცნების" დღევანდელი საქციელი - ინგა გრიგოლია
,,ტვ პირველის" ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას პასუხობს, რომელმაც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაუარესებული ეპიდვითარება ჟურნალისტების აქციას დააბრალა. გრიგოლიას თქმით, ხელისუფლება განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს საბჭოთა მეთოდებით ებრძვის.
როცა არნახულად არის გაზრდილი ფასები ყველაფერზე, როცა არ არის შესრულებული არც ერთი დაპირება, ახლა ისღა დარჩენიათ რომ როგორც ბნელ საბჭოთა კავშირში, მტრები მოძებნონ, ხელოვნურად შექმნან, ადამიანებს დააბრალონ, რომ ისინი არიან მტრები და საზოგადოება დაგეშონ მათ წინააღმდეგ. გედის ბოლო სიმღერას მაგონებს პოლიტიკური მიმართულებით "ქართული ოცნების" დღევანდელი საქციელი", - ამბობს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარება ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დააბრალა. მისი თქმით, კორონას შემთხვევები მას შემდეგ გაორმაგდა, რაც კრიტიკული მედია ქუჩაში გამოვიდა.