ღარიბაშვილის ტრენდის გაგრძელება - ბუაძე ვაჟა სირაძის მამის დამალულ ქონებაზე

03.07.24 17:29
ღარიბაშვილის ტრენდის გაგრძელება - ბუაძე ვაჟა სირაძის მამის დამალულ ქონებაზე

ვაჟა სირაძის მამის დამალული ქონება - "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შემთვევა ირაკლი ღარიბაშვილის ტრენდის გაგრძელებაა.

ბუაძის თქმით, სწორედ ყოფილი პრემიერია დეკლარაციის განზრახ არასწორად შევსების და ქონების დამალვის საუკეთესო მაგალითი.

დეკლარაციის განზრახ არასწორად შევსება არის სისხლის სამართლის დანაშაული და შეუძლებელი არის, რომ ამ დეკლარაციიდან თანამდებობის პირს გამორჩეს მნიშვნელოვანი ქონება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი გადასულია პირდაპირ ამ ქონების დამალვაზე. ამის საუკეთესო მაგალითი არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დიდძალ ქონებას მალავს საკუთარი დეკლარაციიდან და როგორც ჩანს, ამ ტრენდის გაგრძელება არის ის, რასაც ვუყურებთ სხვადასხვა რგოლის თანამდებობის პირების მიერ", - ამბობს საბა ბუაძე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამაა, 2024 წლის დეკლარაციაში არ უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, ასევე მალავს ხელფასსაც. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.