ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას გენპროკურორის შერჩევასთან შეხება არ აქვს

03.07.24 17:53
ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას გენპროკურორის შერჩევასთან შეხება არ აქვს

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ გენპროკურორი შერჩევასთან დაკავშრებით  ხელისუფლებას შეხება არ აქვს და მას საპროკურორო საბჭო ახორციელებს. ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ პოსტზე სწორედ შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი შეარჩიონ. 

ხელისუფლებას ანუ მთავრობას არანაირი შემხებლობა არ აქვს გენპროკურორის შერჩევასთან. ამას სპეციალური საპროკურორო საბჭო ახორციელებს თავისი სტანდარტებით და კრიტერიუმებით. შერჩეული რამდენიმე კანდიდატიდან ხდება მერე პარლამენტში გენერალური პროკურორის დამტკიცება. გაბიტაშვილი იქნება თუ სხვა გვარის ადამიანი იქნება, პირველ რიგში, უნდა დავინახოთ ამ ადამიანის შესაძლებლობები ამ თანამდებობაზე. თუ გაბიტაშვილი იქნება ასეთი ადამიანი, დავუჭერთ მხარს გაბიტაშვილს, თუ სხვა ვინმე იქნება, დავუჭერთ სხვა ვინმეს, - ამბობს ქადაგიშვილი.
 

შეცვლის თუ არა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს მისი მოდგილე? ქვეყნის მთავარი გამომძიებლის ვინაობა მალე გაირკვევა. საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან გასუბრებას ხვალ ოფიციალურად იწყებს. მსურველი 11 კანდიდატია. ნაწილს დოკუმენტები დაუხარვეზეს და განცხადების თავიდან შეტანა მოუწია. თუკი კანდიდატები დღეს საჭირო დოკუმენტებს ვერ მიიტანენ, მათი კანდიდატურები ავტომატურად ჩაიხსნება.

კანდიდატების ნაწილს აქვთ განცდა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არჩევანს ხელისუფლება სწორედ გიორგი გაბიტაშვილზე გააკეთებს.