სკანდალი - ივანიშვილის პარტიამ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის დეკლარაციას ხმა არ მისცა

03.07.24 20:11
სკანდალი - ივანიშვილის პარტიამ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის დეკლარაციას ხმა არ მისცა

რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ქართული ოცნება მხარს არ უჭერს. ივანიშვილის პარტია ახალ საერთაშორისო სკანდალშია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის კენჭისყრამ ისე ჩაიარა, რომ დარბაზში მყოფმა ოცნების დეპუტატებმა დოკუმენტს ხმა არ მისცეს.   საქ-ოს ტერიტორიულ მთლიანობის კიდევ ერთი აღიარება და წითელი ბარათი ოლიგარქის ხელისუფლებას, რუსული კანონის გამო. ხელისუფლების  უმწვავეს კრიტიკას ოცნება საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის იგნორით პასუხობს.

რუსული კანონის გამო რეპუტაცია გაცამტვერებული უმრავლესობა დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზიციას ესხმის თავს. ოლიგარქის ემისრებმა ვერც ამჯერად შეძლეს ასამბლეის წევრების გადარწმუნება. თავიდან რეზოლუციის ტექსტში  სადაო ფორმულირებას აპროტესტებდნენ. ეუთომ დოკუმენტიდან ეს ნაწილი საერთოდ ამოიღო, თუმცა ოცნების კრიტიკას ვერაფერი უშველეს. ამიტომ საბოლოოდ გადაწყვიტეს დოკუმენტისთვის საერთოდ არ მიეცათ ხმა.

ოცნება საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე - ინა ცარციძის რეპორტაჟი