ხალხის სტვენა პრემიერს - პასუხი რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერს
ქართველი ხალხის პასუხი რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერს. საზეიმო ღონისძიებაზე კობახიძის სიტყვით გამოსვლის ორივე მცდელობა დიდი კრახით დასრულდა. მთავრობის მეთაურს მოქალაქეები "მონას" შეძახილებით შეხვდნენ. პირველად სიტყვას რომ ვერ ასრულებდა, კობახიძის მაშველ რგოლად საქართველოს პრეზიდენტი იქცა. მას მიკროფონი მთავრობის მეთაურმა თავად გადასცა. კობახიძისგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილს ხალხი ტაშით და ოვაციებით შეხვდა
დიდი უხერხულობის გადაფარვა პრემიერმა მეორედაც სცადა, თუმცა არც ამჯერად გაუმართლა. ხალხმა მას ისევ არ მოუსმინა, რის გამოც კობახიძე იძულებული გახდა სცენა სასწრაფო წესით დაეტოვებინა. ის, რაც პირდაპირი ტრანსლაციის დროს არ ჩანდა, პირველების კამერის ობიექტივში მოხვდა. დიდი ზეიმის მიუხედავად, მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერის ადგილი სცენაზე ფეხბურთელებთან და ქართველ ხალხთან არ იყო, რადგან ის არა ხალხს არამედ ოლიგარქ ივანიშვილს ემსახურება.