აშშ-ს არ დავუსანქცირებივარ - ვაჟა სირაძე
არანაირი სანქცია და შეზღუდვები არც ერთ ძალოვანთან, რამდენადაც ვიცი და არც ჩემთან არ მოსულა - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
სირაძე ამერიკის საელჩოში კრიმინალური პოლიციის უფროს თემურ კუპატაძესთან ერთად გამოჩნდა.
მედია აქტიურად წერდა, რომ ორივე მათგანი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.
„დასანქცირების თაობაზე, არც ჩემი და არც სხვა პირის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოსულა. არც გაგვიგია ამის შესახებ. ჩვენ, პრაქტიკულად, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ამაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს. სამწუხაროა, როდესაც გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას რაღაც ტელევიზიები დარწმუნებით ავრცელებენ“, - თქვა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.