სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, ზუსტად 1 საათი და 40 წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან - თემურ კუპატაძე

03.07.24 20:36
 სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, ზუსტად 1 საათი და 40 წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან - თემურ კუპატაძე

 

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ირწმუნება, რომ აშშ-ის ის არ დაუსანქცირებია. 

 სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, ზუსტად 1 საათი და 40 წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის საელჩოში, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გავქს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-თან, DEA-თან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.