კობახიძე: ჩვენი სურვილია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისევ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს.
განცხადება მთავრობის მეთაურმა აშშ-ის საელჩოში განაცხადა, სადაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
განსაკუთრებულად მნიშვნრლოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.