მამუკა მდინარაძე, რომელიც სავარაუდოდ სანქცირებულია, აშშ-ის საელჩოში არ გამოჩენილა
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის რიგ წევრებთან, ძალოვნებთან და პარლამენტის დეპუტატების ნაწილთან ერთად დაესწრო.
საზეიმო ღონისძიებაზე არ გამოჩენილან დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი და მამუკა მდინარაძე, რომელთა სანქცირების შესახებ "ტვ პირველმა" ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
შტატების საელჩოში დემონსტრაციულად გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე. ორივე მათგანმა აშშ-ის მხრიდან მათი დასანქცირების ფაქტი უარყო.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტი.
"პირველები" დეტალებს შესაბამის უწყებებში არკვევს.