სანქცირება თუ დემარში - სად იყვნენ "ოცნების" ის დეპუტატები, რომელთა დასანქცირების შესახებ ინფორმაცია მედიამ მოიპოვა

04.07.24 11:31
სანქცირება თუ დემარში - სად იყვნენ "ოცნების" ის დეპუტატები, რომელთა დასანქცირების შესახებ ინფორმაცია მედიამ მოიპოვა

სანქცირება თუ დემარში - სად იყვნენ "ქართული ოცნების" ის დეპუტატები, რომელთა დასანქცირების შესახებ ინფორმაცია მედიამ მოიპოვა. ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, არ  გამოვლენილა უმრავლესობის ლიდერი -  მამუკა მდინარაძე, საელჩოში არ მისულა არც ანრი ოხანაშვილი, რომელიც  ყოველ წელს ამ ღონისძიებას ესწრება. კითხვებს აჩენს პარლამენტის თავმჯდომარის გაუჩინარებაც. 

ახლაა საინტერესოა, ქართული ოცნების  ლიდერები შტატებმა დაასანქცირა, თუ მათ თავად გადაწყვიტეს დემარში? შარშანდლისგან განსხვავებით წელს, სიტყვის გარეშე დარჩა პრემიერი.  სტუმრებს მხოლოდ დიპლომატმა  მიმართა.

"ლელოს" გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ რობინ დანიგანის მიმართვა, სადაც აშშ-ის ელჩმა იმ ადამიანებზე ისაუბრა,  "ვისაც დემოკრატია აშინებს" სწორედ "ქართული ოცნების" ლიდერებისკან იყო მიმართული. 

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, რიგიო დეოუტატებისთვის შეზღუდვის დაწესებას კუპრაძე არ გამორიცხავს. 

ამერიკის ელჩის გამოსვლაში მოვისმინეთ ის აქცენტები, რომელიც პირდაპირ მიემართებოდა ქართულ ოცნებას. ეს იყო შიშის დანერგვა, ძალადობის გამოყენება, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე უარის თქმა - ის მძიმე დანაშაულები, რომლებიც ქართული ოცნების მხრიდან რომელიც ჩვენ განსაკუთრებით ვიხილეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში. 

ის პირები, რომლებიც წინა წლების განმავლობაში ყოველთვის ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიღებას, თუმცა ვერ ვნახეთ წელს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან დასანქცირებულები"- აცხადებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. 

პარტია "მოქალაქეების" ლიდერიც არ გამორიცხავს, რომ ოხანაშვილი-მდინარაძე სწორედ ამერიკული სანქციების გამო არ იმყოფებოდნენ საზეიმო მიღებაზე. 

მისი თქმით, უკვე არსებობს ინფორმაციები, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი "ქართული ოცნებს"  ეს ორი დეპუტატი სანქცირებულთა რიგებშია.