ეუთო-მ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს, კვლავ არ მოხდეს ხმების მიტაცება „ოცნების“ მიერ - ჯაფარიძე

04.07.24 12:05
ეუთო-მ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს, კვლავ არ მოხდეს ხმების მიტაცება „ოცნების“ მიერ - ჯაფარიძე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადასტურდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისია იქნება - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნებზე მოქალაქეების ხმები მაქსიმალურად იქნება დაცული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმის რისკებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კვლავ არ მოხდეს ხმების მიტაცება. გარდა სადამკვირვებლო მისიისა, თითოეული მოქალაქის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი, თითოეული პარტიის აქტიურობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის კარგია იცოდნენ, რომ ამ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იქნება ძალიან ძლიერი და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ხმები მაქსიმალურად იქნება დაცული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ეუთო-ს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ.

ამასთან, ქართული ოცნება ამ დრომდე ვერ ხსნის რატომ არ მისცა ხმაა ეუთოში  დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაა.  პრემიერ კობახიძის პასუხმა კიდევ უფრო მეტი კითხვაა გააჩინა. რეზოლუციაში გაურკვეველი ჩანაწერები მოხვდა - ამის მეტი მთავრობის მეთაურს არაფერი უთქვამს.