გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და პარტნიორობა შეუფასებელია და ამ კავშირს ვერავინ დაარღვევს! - მამუკა ხაზარაძე

04.07.24 12:53
გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და პარტნიორობა შეუფასებელია და ამ კავშირს ვერავინ დაარღვევს! - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას ვერავინ ვერ დაარღვევს.

დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რომლისთვისაც ჩვენ ერთად ვიბრძვით, გილოცავთ 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს!

Happy Independence Day, America!

ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და პარტნიორობა შეუფასებელია და ამ კავშირს ვერავინ დაარღვევს!" - წერს ხაზარაძე.