ვულოცავ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამოუკიდებლობის დღეს! - ჯაფარიძე

04.07.24 12:57
ვულოცავ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამოუკიდებლობის დღეს! - ჯაფარიძე

"ვულოცავ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე მადლობას უხდის ამერიკას საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში მხარდაჭერისთვის.

ვულოცავ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამოუკიდებლობის დღეს! 

აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.

მუდმივად იბრძვის და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის  გზაზე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. 

დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას რომელსაც ის დღემდე ასრულებს ეს არის დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და ერების თავისუფლებისთვის ბრძოლა", - წერს ჯაფარიძე.