გასაუბრება პროკურორობის კანდიდატებთან - ახალბედაშვილი აღიარებს, რომ პროკურორები დღეს დამოუკიდებლები არ არიან
ქვეყანა ახალი პროკურორის მოლოდინში. საპროკურორო საბჭომ კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ირაკლი შოთაძის ყოფილი კაბინეტისთვის ახლა 11 ადამიანი იბრძვის, მათ შორის კი პირველი ვიქტორ ახალბედაშვილი აღმოჩნდა, რომელიც გასაუბრებაზე უკვე ორი საათია იმყოფება.
ახალბედაშვილისთვის ეს უკვე მეორე მცდელობაა გახდეს ქვეყნის პირველი გამომძიებელი. ამ წუთებიც კანდიდატი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში პროკურატურის მუშაობასთან კითხვები არავის ექნება, უწყების მუშაობას ობიექტურს გახდის და პროკუროროებს დამოუკიდებლობას მიანიჭებს.
პროკურატურის თანამშრომელი, რომელმაც იცის, რომ კონკრეტული საქმის გადაწყვეტაში მისი წილი მცირეა და უფრო მეტი წილი მოდის, რას გადაწყვეტს ხელმძღვანელი, ნაკლებადაც მოტივირებულია, ნაკლებადაც შედეგზე ორიენტირებულია და ისე აღიქვამს პროცესს, თითქოს ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება, რაც აპრიორშივე, მე მიჩანია რომ არასწორია და ერთ-ერთი მთავარი მიზანი ალბათ აი ეს მიმართულება, ჩემთვის, მაგალითად პრიორიტეტია. ძალით დადგენილებაზე ხელს ვერავინ მოაწერინებს ხომ, მიიღო ვთქვათ გადაწყვეტილება ხომ, სხვას თუნდაც განსხვავებული აზრი აქვს, თუნდაც მის ზემდგომს, მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას უნდა ჰქონდეს ამის დაცვის მექანიზმი. მისი დაცვის მექანიზმი იქნება, რომ მისი დავშვათ ან გადაყვანა ან ჩამოცილება სამსახურებრივად არ იყოს შესაძლებელი და აქ იყოს, არა ერთპიროვნული გადაწყვეტილების საგანი, კონკრეტული პროკურორის გათავისუფლება, არამედ იყოს მაგალითად კოლეგიური ჩართულობა, სადაც მას ექნება შესაძლებლობა, რომ დაასაბუთოს კონკრეტული თავისი გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე", - განაცხადა ახალბედაშვილმა.