სანქციები თუ დემარში? - პარლამენტის პრესსამსახურში ამ დრომდე არ პასუხობენ კითხვას, რატომ არ იყო პაპუაშვილი აშშ-ს საელჩოში
პასუხების გარეშე დარჩენილი კითხვები. "ქართული ოცნება" ამ დრომდე არ ამბობს, რატომ არ ესწრებოდნენ ხელისუფლების ლიდერები ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. დეპუტატები, რომელთა სანქცირების შესახებაც ინფორმაცია მედიამ მოიპოვა, ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილან. არც პარლამენტის თავმჯომარის ღონისძიებაზე არ ყოფნის შესახებ თქმულა რაიმე. "პირველები" პარლამენტის პრესსამსახურთან დილიდან ცდილობს გაარკვიოს პაპუაშვილის ამერიკის საელჩოში არყოფნის მიზეზი, თუმცა პასუხს ამ დრომდე ველდოებით.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, არ გამოვლენილა უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე, საელჩოში არ მისულა არც ანრი ოხანაშვილი, რომელიც ყოველ წელს ამ ღონისძიებას ესწრება, ასვე პარლამენტის თავმჯდომარეც.
ახლა საინტერესოა, ქართული ოცნების ლიდერები შტატებმა დაასანქცირა, თუ მათ თავად გადაწყვიტეს დემარში? შარშანდლისგან განსხვავებით წელს, სიტყვის გარეშე დარჩა პრემიერი. სტუმრებს მხოლოდ დიპლომატმა მიმართა.