როდესაც შტატებს ღიად ლანძღავ და აგინებ, მერე რატომ მიდიხარ მიღებაზე? - დეკანოიძე "ოცნებაზე"

04.07.24 14:22
როდესაც შტატებს ღიად ლანძღავ და აგინებ, მერე რატომ მიდიხარ მიღებაზე? - დეკანოიძე "ოცნებაზე"

"ქართული ოცნება" ამ დრომდე არ ამბობს, რატომ არ ესწრებოდნენ ხელისუფლების ლიდერები ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას - "ევროოპტიმისტების" წევრს, ხატია დეკანოიძეს კი ის უკვრის, ამდენი ლანძღვის შემდეგ, საერთოდ როგორ მივიდა "ოცნების" წევრების ნაწილი საელჩოში.

მე ისიც მიკვირს, რომ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ასე ღიად ლანძღავ და აგინებ, მერე რატომ მიდიხარ იმ მიღებაზე? სანქციები მოქმედებს და მოქმედებს ზუსტად იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან ინიციატორები რუსული კანონის", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

დეპუტატები, რომელთა სანქცირების შესახებაც ინფორმაცია მედიამ მოიპოვა, ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილან. არც პარლამენტის თავმჯომარის ღონისძიებაზე არ ყოფნის შესახებ თქმულა რაიმე. "პირველები" პარლამენტის პრესსამსახურთან დილიდან ცდილობს გაარკვიოს პაპუაშვილის ამერიკის საელჩოში არყოფნის მიზეზი, თუმცა პასუხს ამ დრომდე არ არის.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, არ  გამოჩენილა უმრავლესობის ლიდერი -  მამუკა მდინარაძე, საელჩოში არ მისულა არც ანრი ოხანაშვილი, რომელიც  ყოველ წელს ამ ღონისძიებას ესწრება.

ახლა საინტერესოა, ქართული ოცნების  ლიდერები შტატებმა დაასანქცირა, თუ მათ თავად გადაწყვიტეს დემარში? შარშანდლისგან განსხვავებით წელს, სიტყვის გარეშე დარჩა პრემიერი.  სტუმრებს მხოლოდ დიპლომატმა  მიმართა.

"დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს, ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს  და  ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს" -  ამ სიტყვებით მიმართა გუშინ ამერიკის ელჩმა საელჩოში მისულ სტუმრებს. ამ მიმართვას ისმენდა რუსული კანონის მხარდამჭერი ოცნების ხელისუფლება.

მსგავსი სიახლეები