მესამე სექტორი ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

26.07.21 17:32
მესამე სექტორი ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

ქვეყნის ყველაზე გავლენაინი არასამთავრობო ორაგანიზაციები და იურისტები შინაგან საქმეთა მინისტრს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მიზეზი ევროკავშირის დახეული და დამწვარი დროშებია. საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, როდესაც საქმე სახელმწიფო ქონების, ან თუნდაც სხვისი ქონების განადგურების ფაქტს ეხება და ნივთის ღირებულება 150 ლარს აჭარბებს, საქმე სისიხლის სამართლის მუხლით უნდა აღიძრას. 

როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ქონების განადგურებას, ან უბრალოდ სხვისი ქონების განადგურებას და ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ 150 ლარს ზემოთ ზიანი გამოიწვია, ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება და აუცილებელია, რომ გამოძიება დაიწყოს, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.  

რადიკალური დაჯგუფების წევრბემა ევროკავშრის დროშა 5 ივლის ჩამოხსნეს და დახიეს, თუმცა ხელისუფლებას დამნაშავეები ამ დრომდე არ გამოუვლენია.