კაცი, რომელსაც გენერალური პროკურორობა უნდა, ამბობს რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მოგვარებაში მიდგომები უნდა შეიცვალოს

04.07.24 15:09
კაცი, რომელსაც გენერალური პროკურორობა უნდა, ამბობს რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მოგვარებაში მიდგომები უნდა შეიცვალოს

ვიქტორ ახალბედაშვილის ხმაურიანი განცხადება ოჯაურ ძალადობასთან დაკავშირებით - კაცი, რომელსაც გენერალური პროკურორობა უნდა, ამბობს რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მოგვარებაში მიდგომები უნდა შეიცვალოს. ვიქტორ ახალბედაშვილი დღეს ოჯახის სიწმინდის სახელით ალაპარაკდა და ამტკიცებდა, რომ კანონში ხარვეზებია. 

ქვეყანაში, სადაც ფემიციდი ლამის ნომერ პირველ გამოწვევად არის ქცეული, ახლბედაშვილი ამტკიცებს, რომ ქალები ხშირად აფექტის მდგომარეობაში რეკავენ პოლიციაში, რასაც მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ოჯახის დანგრევამდე მიჰყავთ.

თუ ჩვენთვის პრიორიტეტია ოჯახი და ვიძახით, რომ ოჯახი არის საზოგადოების მთავარი უჯრედი და მას ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, მაშინ ჩვენ თუ გვინდა, რომ ოჯახი ერთად უნდა იყოს, არ უნდა ჩავკეტოთ კარი ისე, რომ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ვეღარ შეძლოს კარში შესვლა. თუ რაღაც დოკუმენტით, სუბიექტი, რომელმაც ცხელ გულზე მოიტანა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოში, შემდეგ გადახედა ამ თავის ქმედებას და სულ არ ამაყობს იმით, რომ დარეკა პოლიციაში და ჩართო ოჯახურ საქმეში პოლიცია, ხომ ხვდებით, ამ ტიპის საქმეებზე მტკიცებულებით ნაწილშიც კი სირთულე იქნება. უბრალოდ, ყველა ვარიანტში სამართალდამცავ ორგანოს უწევს ერთი მტკიცებულების საფუძველზე ალბათ ბრალდებაც, არვიცი სასამართლოში ალბათ მსჯავვრდებაც. წრე იკვრება ისეთი, შეიძლება, სრულიად უწყინარი სიტუაცია, რომელცი განმუხტვადია, შეიძლება გადაიზარდოს იმაში, რომ ოჯახი დაინგრეს მთლიანად.

შეიძლება იმ დროს, აგზნებულ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტს ეგონოს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას. ეს პროცესი, ხშირ შემთვევაში, მიმდინარეობს მისი აღქმის შესაბამისად და დოკუმენტირდება ისე, როგორც მას ეგონა და შემდგომ, რაღაც პერიოდის შემდეგ მიაჩნია, რომ ასე არ ყოფილა, უბრალოდ ასე გამოთქვა", - თქვა ახალბედაშვილმა. 

ახალბედაშვილის მოსმენა დასრულებულია. საპროკურორო საბჭოში კანდიდატების მოსმენა კი გრძელდება. სულ რამდენიმე წუთის წინ შევიდან მორიგი კანდიდატი დავით ბარბაქაძე. მისი მოსმენა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ქვეყანა ახალი პროკურორის მოლოდინშია - ირაკლი შოთაძის ყოფილი კაბინეტისთვის ახლა 11 ადამიანი იბრძვის.

მსგავსი სიახლეები