დღეს პროკურატურა მთლიანად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან - ქადაგიშვილი

04.07.24 15:29
დღეს პროკურატურა მთლიანად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან - ქადაგიშვილი

"ოცნება" ამტკიცებს, რომ დღეს პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მთლიანად დამოუკიდებელია და რომ მის გადაწყვეტილებებში არ ერევა.

ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას არც პროკურორის შერჩევის და არჩევის წესთან და არც პროკურატურის სხვა ფუნქციონირებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

დღეს პროკურატურა მთლიანად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. აღმასრულებელ ხელისუფლებას არც პროკურორის შერჩევის და არჩევის წესთან და არც პროკურატურის სხვა ფუნქციონირებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. განსხვავება სახეზეა ხო აქედან გამომდინარე. ეხლა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ აირჩევს პროკურორს, მათთვის ტრაგედიაა, იმიტომ, რომ არ ეძელვათ იმის საშუალება, რომ მედია შეზღუდონ, ხალხი დაატერორონ და ბიზნესი დააწიოკონ. აქედან გამომდინარე, ისინი აი ამ უმნიშვნელოვანეს ევროპული სტანდარტის ინსტიტუციონალურ ცვლილებას საქართველოში გაასაღებენ ჭორის დონეზე, თითქოს "ქართულ ოცნებას" ვისაც უნდა, იმას დააყანოს. ვისაც საპროკურორო საბჭო შეარჩევს და იქნება ღირსეული, იმას დაუჭერს პარლამენტი მხარს", - ამბობს ქადაგიშვილი.

ქვეყანა ახალი პროკურორის მოლოდინშია - ირაკლი შოთაძის ყოფილი კაბინეტისთვის ახლა 11 ადამიანი იბრძვის.

პირველი კანდიდატის, ვიქტორ ახალბედაშვილის მოსმენა უკვე დასრულებულია. საპროკურორო საბჭოში კანდიდატების მოსმენა კი გრძელდება. სულ რამდენიმე წუთის წინ შევიდან მორიგი კანდიდატი დავით ბარბაქაძე. მისი მოსმენა რამდენიმე წუთში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები