ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება აშშ-თან, ოღონდ ახალი ხელისუფლების პირობებში - თინა ბოკუჩავა
„ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება აშშ-თან, ოღონდ ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არა მხოლოდ აღადგენს ურთიერთობებს, არამედ საქართველო შეძლებს მიიღოს ისეთი სიკეთეები, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე აშშ-თან პოლიტიკის გადატვირთვაზე განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, კობახიძე და ივანიშვილი ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ.
“ირაკლი კობახიძე და იმ პოლიტიკის დამკვეთი, რომელსაც ის აჟღერებს ბიძინა ივანიშვილის სახით, ღიად ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც გამოჩნდა მათ შორის ეუთოს საპარლამეტენტო ასამბლეაზე ბუქარესტში. ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არა მხოლოდ აღადგენს ურთიერთობებს, არამედ სხვა ნიშნულზე გადაიყვანს და საქართველო შეძლებს მიიღოს ისეთი სიკეთეები, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და დამატებითი ფინანსები თავდაცვის ნაწილში საქართველოსათვის.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.