თინა ბოკუჩავა - 8 ივლისს ვგეგმავთ ჩავატაროთ მნიშვნელოვანი ღონისძიება - ერთგვარი პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც

04.07.24 15:42
თინა ბოკუჩავა - 8 ივლისს ვგეგმავთ ჩავატაროთ მნიშვნელოვანი ღონისძიება - ერთგვარი პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც

„შიდა პარტიული დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება განვიხილოთ სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში, ამიტომ შევიკრიბეთ დღეს და ასევე, 8 ივლისს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც იქნება როგორც პარტიული ყრილობის ნაწილი, ასევე სიახლეებიც, რომელსაც ძალიან მალე იხილავს საზოგადოება“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. 

ბოკუჩავას თქმით, მას ექნება პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა” მისი თავმჯდომარეობით შევიდეს.

„იცით, რომ პოლიტიკური საბჭო არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ეს არის სათათბირო ორგანო და ამიტომ შიდა პარტიული დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება განვიხილოთ სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში, ამიტომ შევიკრიბეთ დღეს და ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ 8 ივლისს ჩავატაროთ  ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც იქნება პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში, ისევე როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც, ისევე როგორც სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება.

8 ივლისს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, რომელსაც ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი, სადაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში. იცით, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესთავაზოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებში შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა წარმომადგენლობითმა ყრილობამ, როგორსაც ჩვენ ჩავატარებთ 8 ივლისს, სწორედ ამ ფორმატით განიხილოს და იმედი მაქვს მათი მხარდამჭერის შემთხვევაში დამტკიცდეს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები