ჩემი ინფორმაციით, ლეშჩენკოს საქართველოს კანონებთან პრობლემა არ აქვს - ნათია თურნავა
,,ლეშჩენკოს საქართველოს კანონმდებლობასათან პრობლემა არ გააჩნია" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავა მიესალმება ქვეყანაში ნებისმიერი ტურისტის, მათ შორის, რუსების, შემოსვლას.
ყოველთვის მივესალმებით, განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიაა და ტურიზმი ასეთ დღეშია, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, მათ შორის, ჩვენი სამეზობლოდან, მათ შორის რუს ტურისტებს. ვფიქრობ, რომ ასეთი თემის აჟიტირება საჭირო არ არის, თუ რამე კანონმდებლობასათან პრობლემაა, მიმართეთ შესაბამის სტრუქტურებს. ჩემი ინფორმაციით არ არის - ამბობს ნათია თურნავა.
პუტინის კარის მომღერალმა, ლევ ლეშჩენკომ, საქართველო უკვე დატოვა. გომელაურის უწყება გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში შემოსვლის დროს სისტემას რუსი მომღერალი პრობლემურ მგზავრად არ დაუფიქსირებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ლეშჩენკოს დარღვეული არ აქვს. არადა არსებობს კადრები, სადაც მომღერალი კონცერტებს ატარებს აფხაზეთში და აღიარებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევ ლეშჩენკო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმრო ,,პარაგრაფში" ისვენებდა. მისი მასპინძლები ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი და პარლამენტარი ბექა ოდიშარია იყვნენ.