როგორ ხსნის გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნას აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე?
არ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, იყო მისი პირველი მოადგილე - ასე ხსნის "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი შალვა პაპუაშვილის არყოფნას აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე.
ვოლსკის თქმით, ის ვინც საელჩოში არყოფნას დემოკრატიას თუ ანტიდემოკრატიას უკავშირესბს "ხავსს ეკიდება", თუმცა იმას კი ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის მართლაც არსებობს არკვეული საკითხები, რაზეც საერთოდ ხედვა და მიდგომა არ არსებობს.
ლაპარაკობენ, ვინ იყო ღონისძიებაზე და ვინ არა და არყოფნას ასაბუთებენ გარკვეული ურთიერთობებით, რომელიც დემოკრატიას თუ ანტიდემოკრატიას უკავშირდება. ეს არის მცდელობა, რომ იმ ხავსს ჩამოეკიდონ, რომელიც სამწუხაროდ, არ გამოდგება ჩამოსაკიდებლად. არ იყო თავმჯდომარე, იყო მისი პირველი მოადგილე. რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გარკვეული საკითხები არსებობს ისეთი, რომელიც ამერიკისა და საქართველოს საერთო მიდგომებს არ გამოხატავს, მაგრამ ეს დემოკრატიისთვის არ არის უცხო", - ამბობს გია ვოლსკი.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, არ გამოჩენილა უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე, საელჩოში არ მისულა არც ანრი ოხანაშვილი, რომელიც ყოველ წელს ამ ღონისძიებას ესწრება და არ ყოფილა არც პარლამენტის თავმჯდომარე. "პირველები" პარლამენტის პრესსამსახურთან დილიდან ცდილობს გაარკვიოს პაპუაშვილის ამერიკის საელჩოში არყოფნის მიზეზი, თუმცა პასუხს ამ დრომდე არ არის.
ახლა საინტერესოა, ქართული ოცნების ლიდერები შტატებმა დაასანქცირა, თუ მათ თავად გადაწყვიტეს დემარში? შარშანდლისგან განსხვავებით წელს, სიტყვის გარეშე დარჩა პრემიერი. სტუმრებს მხოლოდ დიპლომატმა მიმართა.
"დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს, ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს და ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს" - ამ სიტყვებით მიმართა გუშინ ამერიკის ელჩმა საელჩოში მისულ სტუმრებს. ამ მიმართვას ისმენდა რუსული კანონის მხარდამჭერი ოცნების ხელისუფლება.