გორში დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრეზიდენტი ჩავიდა
გორში დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა.
პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
ავიაკატასტროფა ბოლნისში 2 ივლისს მოხდა. სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა,რის შემდეგაც პილოტი დაიღუპა.