სანქცირება თუ დემარში? - რატომ არ იმყოფებოდნენ პაპუაშვილი და რუსული კანონის ავტორი დეპუტატები აშშ-ს საელჩოში?
არცერთი სიტყვა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 24 საათიანი ლოდინის შემდეგ პაპუაშვილი საჯაროდ დაღუპული პილოტის სამძიმარზე გამოჩნდა, მაგრამ დუმს. მიმალვაში კი რჩებიან ის დეპუტატები, რომლებიც შესაძლოა დასანქცირებულები არიან. რა მოხდა ამერიკის საელჩოს მიღებაზე, სადაც მდინარაძე, ოხანაშვილი და პაპუაშვილი არ მისულან. მედია დაინტერესდა, ისინი დაასანქცირეს თუ თავად გამოუცხადეს ამერიკას დემარში
ვინც მივიდა იმათ სიტყვა არ მისცეს. ეს იყო პირველი შემთხვევა,როდესაც პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს არ მიმართა და ამ უფლებით მხოლოდ ამერიკის ელჩმა ისარგებლა. დიპლომატმა კი დიპლომატიური ენით ქართულ ოცნებას უთხრა, რომ მშვიდობის ნაცვლად ძალის გამოყენება, პროგრესის ნაცვლად შიშის დანერგვა, დემოკრატია არ არის. ელჩმა მიანიშნა, რომ ეს რეალობა ქვეყანაში შესაცვლელია.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.