"ოცნება" არჩევნებში კადიროვის დახმარებას ელოდება? - კიოლნის სკანდალური შეხვედრის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება
"ქართული ოცნება" არჩევნებში კადიროვის დახმარებას ელოდება? - კიოლნის სკანდალურ შეხვედრას კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება დღეს ლევან ხაბეიშვილმა მისცა. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება ჩრდილოკავკასიიდან ზონდერ ჯგუფების ჩამოყვანას გეგმავს და არჩევნების წინ საქართველოში 500-მდე კუნთმაგარი სპორტსმენი გამოიგზავნება.
სპორტსმენების იმპორტს კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - დააშინონ ხალხი და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპონენტებს. რისი გამოცდილებაც ქართულ ოცნებას წლების განმავლობაში ბევრი დაუგროვდა. ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ თემაზე საუბრობდნენ კიოლნის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ შეხვედრაზე ოცნების პირველი პირები და დაღესტნელი ექსჩემპიონი, რომლის ამსახველი ფოტოებიც იმავე დღეს მედიაში გავრცელდა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.