"ოცნებამ" რუსული ჯარების გაყვანას მხარი არ დაუჭირა - ივანიშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმშია გადასული

04.07.24 20:07
"ოცნებამ" რუსული ჯარების გაყვანას მხარი არ დაუჭირა - ივანიშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმშია გადასული

 

დიდი სკანდალიდან თავის მართლების რეჟიმში გადასული ხელისუფლება. "ქართული ოცნება" მთელი დღეა ცდილობს ის არგუმენტები მოძებნოს, რის გამოც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას მხარი არ დაუჭირა. ეუთოს რეზოლუციის ტექსტს იწუნებენ და ამბობენ, დოკუმენტი ქართულ ინტერესებს არ შეესაბამება. არადა რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანას ეხება. 

რეალური მიზეზი კი სულ სხვაა. "ოცნების" საჯარო პროტესტი იმ ჩანაწერმა გამოიწვია, სადაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული. იმ დროს, როდესაც მმართველი გუნდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ანტიქართული დოკუმენტის მიღებაში ადანაშაულებს,  მოსკოვი ოლიგარქის გუნდის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. კრემლის პროპაგანდისტული მედია "ოცნებას" ვრცელ სტატიებს უძღვნის  და გივი მიქანაძის განცხადებებს ციტირებს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები