"ლელოს" ოფისის პრეზენტაცია ხარაგაულში - ლიდერებმა მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა და პარტიის სტრატეგია გააცნეს

04.07.24 19:29
"ლელოს" ოფისის პრეზენტაცია ხარაგაულში - ლიდერებმა მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა და პარტიის სტრატეგია გააცნეს

ლელოს ოფისის პრეზენტაცია ხარაგაულში. წინასაარჩევნო პროგრამა და პარტიის სტრატეგია "ლელოს" ლიდერებმა მხარდამჭერებს პირადად გააცნეს. მათ შორის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, პენსიების მატება და ნარკოპოლიტიკის მოწესრიგებაც. "ლელოში" ფიქრობენ რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების დასამარცხებლად საჭიროა მათი ხმა მაქსიმალურად მეტ მოქალაქემდე მივიდეს.

ვიზიტის ფარგლებში, "ლელოს" ლიდერები ადგილობრივ მოსახელობასაც შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

ვიწყებთ სრულ მობილიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით! "ლელო" იზრდება და კიდევ უფრო ძლიერდება!  უკვე ხარაგაულშიც ვართ და ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე. ერთად უნდა მივიდეთ საბოლოო მიზნამდე - ევროპულ საქართველომდე! მთავარია, ჩვენი ძალის თავადვე ვირწმუნოთ. გამარჯვება ახლოსაა!", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები