მარწყვის სეზონი დასრულდა, შინჯიკაშვილი კი ქვემო ქართლში ისევ არ გამოჩენილა - რა გაარკვია "პირველებმა"
ქვემო ქართლი ვიცე -გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი. თითქოს მარწყვის საკრეფად ნათესავთან წასული გიორგი შინჯიკაშვილი რეგიონში ისევ არ გამოჩენილა, არადა მარწყვის სეზონი დიდი ხანია დასრულდა. ხარებასთან დიდი ჯახის შემდეგ უკვე სამი კვირაა გუბერნატორი გაუჩინარებულია. შვებულების ვადაც ამოიწურა, მაგრამ მაღალჩინოსანი სამსახურში თვალით არავის უნახავს. ეს კი ადასტურებს ამბავს, რომელსაც ტვ პირველი გიყვებოდათ. ხარებასთან დიდი ჯახის შემდეგ ოცნების ჩინოვნიკი ქვეყნიდან გაიქცა.
"პირველების" ინფორმაციით, შინჯიკაშვილი ვიცე გუბერნატორი აღარ არის, თუმცა ამ ამბავს ჯერ არ ახმაურებენ! -დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.