ახვლედიანი: ჩართული ვარ კონსულტაციებში. მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა იქნებოდა სწორი

04.07.24 20:03
ახვლედიანი: ჩართული ვარ კონსულტაციებში. მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა იქნებოდა სწორი

"ვარ ჩართული (კონსულტაციებში)... ჩემთვის მთავარია არა ის, ვინ რა არჩევანს გააკეთებს ამ წუთას, არამედ ის, რომ მერე ეს არჩევანი გამართლდეს" - ამის შესახებ "დღის ამბებთან" არმაზ ახვლედიანი საუბრობს და ოპოზიციის გადაჯგუფების შესაძლებლობას ეხმაურება.

როგორც დეპუტატი ამბობს, ის ემხრობა ერთიან პლატფორმას, სადაც დემონსტრირება მოხდება ერთობის. ახვლედიანისთვის მთავარია, რომ პოლიტიკოსებმა სწორი არჩევანი გააკეთონ. ახვლედიანი თვლის, რომ უკვე დროა, ოპოზიციამ საზოგადოებას კონკრეტული გეგმა შესთავაზოს.

ვარ ჩართული (კონსულტაციებში) და ჩემთვისაც, როგორც ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის, მოქალაქისთვის იწყება გადამწყვეტი ეტაპი საქართველოს დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური, ნორმალური მომავლისთვის ბრძოლის, შესაბამისად, მე ვიტყოდი ასე, რომ ჩემთვის მთავარია არა ის, ვინ რა არჩევანს გააკეთებს ამ წუთას, არამედ ის, რომ მერე ეს არჩევანი გამართლდეს. დღეს შეიძლება გადავდგათ ნაბიჯი და გვეგონოს, რომ ეს სწორია, დავაჯეროთ საკუთარი თავი და ამომრჩეველი, რომ ეს სწორია, მაგრამ შედეგი არჩევნების და მერე განვითარებული პროცესები, ზუსტად აჩვენებს, ვინ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თუ მოვუსმენთ ჩვენი სინდისის ხმას, მაშინ ვფიქრობ, რომ შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმალურია. თუკი ვიმოქმედებთ ისე, რომ მხოლოდ პარტიულ ინტერესს... 

ახლა ჩვენ ვართ ისეთ ტურბულენციაში, ისეთ დღეშია ქვეყანა, რომ აქ საუბარი იამზე, რომ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს - მთავარი ვინმე არ უნდა მოგვწონდეს, პუტინიზმი და მისი საცეცები საქართველოში, მე ყველა სხვა დანარჩენი მომწონს, ამათ ფონზე არავის არ დავიწუნებ და ყველას ვურჩევ, რომ ასე შევხედოთ თემას, თუ ასე არ შევხედავთ, მაშინ შეიძლება მერე ძალიან ვინანოთ.

თავი გავანებოთ ერთიან სიას, რომელიც არ გამოდის, მე ვარ ამ ერთობის მომხრე, ერთიანი პლატფორმის მომხრე. მე მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა, როგორც ასეთი ფენომენი იქნებოდა სწორი, ერთობა დადასტურება იმისა, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ არის, არ ვსაუბრობ მაინც და მაინც, სიაზე, არ იფიქროთ, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს სიას.  

ჩვენ შეიძლება მოვაწეროთ ხელი 15 დეკლარაციას და 20 ქარტიას, თუმცა პრეზიდენტის ქარტია არაჩვეულებრივია და პრეზიდენტის პოზიციონირება არის შესანიშნავი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ხელმოწერა ერთია და მოქმედება სხვა არის.

ყველა ვამბობთ, რომ 8 ივლისი დადგება, მერე კიდევ რომელიღაც ივლისი, მერე აგვისტო და ამასობაში მოვა არჩევნები. მესმის, რომ არის განსაზღვრული თარიღები, ვალდებულებები, მაგრამ ამის მიღმა ის არის, რომ საზოგადოება ხედავს, რომ ჯერჯერობით, მაინცდამაინც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ.

გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში არის დიდი უარყოფითი მუტი ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ, ჯერჯერობით, ოპოზიციამ ვერ შექმნა სათანადო მუხტი იმისა, რომ ამ პირველ მუხტს შეუერთდეს, შეეხიდოს და გარანტირებული იყოს 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის გასტუმრება,“ - ამბობს არმაზ ახვლედიანი.

2 + 1 - არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ასეთი კონფიგურაციით გასვლა წარმოუდგენია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი იქნება და პლუს გახარია, რომელიც არჩევნებზე მარტო პოზიციონირებას გეგმავს.

"დღის ამბებთან" შესაძლო გადაჯგუფებაზე ისაუბრა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ "გამსხვილება აუცილებელია. სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან". 

 

მსგავსი სიახლეები