ილია მეორე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

04.07.24 21:22
ილია მეორე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

ილია მეორე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა - შეხვედრის ამსახველ ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

პატრიარქსა და ფეხბურთელებს შორის შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა.

შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.​ 

მსგავსი სიახლეები