გვარამია გახარიაზე: არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა, თუ, მაგალითად, შესთავაზებენ პრემიერობას ივანიშვილის კაბინეტის, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იზამს

04.07.24 21:41
გვარამია გახარიაზე: არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა, თუ, მაგალითად, შესთავაზებენ პრემიერობას ივანიშვილის კაბინეტის, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იზამს

„არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა, თუ მაგალითად, მას შესთავაზებენ პრემიერ-მინისტრობას ბიძინა  ივანიშვილის კაბინეტის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იზამს,“ - ამ განცხადებას "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას შესახებ საუბრისას აკეთებს.

გვარამიას თქმით, გახარიას პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.

მე, რასაც ვუყურებ, ქოცების, ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გრავიტაციის ცენტრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის პრობლემა ექნება ყველას, (გახარიასაც), გახარია 5 პროცენტს ქვემოთ არის. წარმატებას ვუსურვებ მას, თუ ის ბიძინა ივანიშვილის მთავრობისკენ არ გადაბარგდება არჩევნებიდან შემდეგ დღეს, მანამდე ალბათ, არ გადაბარგდება,  იმიტომ, რომ სჭირდება ოპოზიციური ხმები. მაგრამ მე არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა, თუ მაგალითად, მას შესთავაზებენ პრემიერ-მინისტრობას ბიძინა  ივანიშვილის კაბინეტის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იზამს... 

ჟურნალისტის კითხვაზე, გახარია შესაძლოა თუ არა, რომ დათანხმდეს ივანიშვილის კაბინეტის პრემიერობას, როცა გადადგა ნიკა მელიასთან დაკავშირებული პროცესების გამო, ამაზე გვარამია აცხადებს, რომ „ეგ არ არის მტკიცებულება იმისი, რომ არ იქნება, თუმცა რაღაც ვარაუდებს აჩენს, რომ ალბათ, არ იქნება“.

მე ახლა, მამუკა ხაზარაძეში და ბადრი ჯაფარიძეში რომ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იქნება, ეგრე გახარიაში არ ვარ, თავისთავად ცხადია. მე ვხედავ განცხადებებს, შინაარსებს, ვხედავ რას აწერენ ხელს და რას არ აწერენ, მე ვხედავ რატომ აწერენ და რატომ არ აწერენ, მე მაქვს ჩემი დასკვნების გაკეთების უფლება, თუმცა წინასწარ არაფერზე არ ვმსჯელობ,“ - ამბობს გვარამია.

გვარამიასთვის გაუგებარია გახარიას გუნდის გადაწყვეტილება, რომ ერთობლივ დოკუმენტებს არ შეუერთდეს:

ჩემი ინიციატივა იყო, რომ ამ ხელშეკრულებაში თუ მემორანდუმში გაჩენილიყო პუნქტი, რომლის თანახმადაც ამ მემორანდუმის არცერთი ხელმომწერი არ შეუქმნიდა ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნიდა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას - ანუ არც ხმას მისცემდა და არც მონაწილეობას მივიღებთ - რაშიც იგულისხმება ის, რომ თუ მე შემომთავაზეს მინისტრობა, ამის გამო ჩემი ფრაქცია ხმას არ მისცემს, ან პრემიერ-მინისტრობა, ასევე, კიდევ უფრო იზრდება ალბათობა, არ მისცემს. გახარიამ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, მგონია, რომ ამის გამო, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ განმარტება იყო, რომ ჩვენ ზოგადად, არ გვინდა ასეთი ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერა, მაშინ ვერ ვიგებ, საერთოდ რატომ დადიან ასეთ შეხვედრებზე, თუ მაინც იციან, რომ ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერა არ ვარგა, არც სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტს არ მოაწერეს ხელი და მანდაც მიზეზი ვერ გავიგე. მაგრამ ეს მისი გზაა, მან აირჩია, ჯერჯერობით, ეს გზა უწერს 4 პროცენტს, ეგრეა ყველა კვლევის თანახმად,“ - ამბობს გვარამია. 

მსგავსი სიახლეები