ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

04.07.24 22:21
ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, პარაშუტი სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა, სადაც 80 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტiს ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები