"სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი იმედგაცრუება გამოვხატო" - ცაჰკნა ორბანის მოსკოვში ვიზიტზე

05.07.24 11:19
"სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი იმედგაცრუება გამოვხატო" - ცაჰკნა ორბანის მოსკოვში ვიზიტზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ორბანის პუტინთან შეხვედრას გქმობს და  “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, შესაბამისად არც მანდატი აქვს, რომ ევროკავშირის სახელით ისაუბროს.

სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმის მიმართ.

❌ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც აქვს მანდატი ევროკავშირის სახელით ისაუბროს.
❌ეს შეხვედრა არ შეესაბამება ევროკავშირის თავმჯდომარეობის მოვალეობებს", - წერს ცაჰკნა.

ვიქტორ ორბანს მოსკოვში ელოდებიან. უნგრეთისს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპელ-პრორუს ლიდერს აგრესორ სახელმწიფოში დღეს ელოდებიან. 

მსგავსი სიახლეები