ვინ ვისთან ერთად იბრძოლებს გადამწყვეტ არჩევნებზე - რას ამბობენ ოპოზიციურ პარტიებში
ოპოზიციას ვადა ეწურება. ორშაბათს პარტიებმა გამსხვილებისს პროცესზე განაცხადი უნდა გააკეთონ. ვინ ვისთან ერთად იბრძოლებს გადამწყვეტ არჩევნებზე - მოლაპარაკებები ფინალში გადის.
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ პოლიტიკურ აქტორებთანაც აქვთ. მისი თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს "დროასთან", "გირჩი - მეტი თაისუფლებასთან" და "ახალთან", თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია უახლოეს მომავალში გახდება.
ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება რამენიმე პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან და მათ შორის, პოლიტიკურ აქტორთან, არა პარტიასთან, არამედ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ინდივიდებთან და ა.შ. ეს მოლაპარაკებები, იმედი გვაქვს, რომ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დასრულდება და გვექნება შესაძლებლობა, მოქალაქეებს ვუთხრაღ საბოლოო კონფიგურაციის შესახებ რომლითაც მონაწილოებას მიიღებს „ლელო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში. მათ შორის, მოლაპარაკებები არის „დროასთან“, „გირჩთან“ და „ახალთან“. რა შედეგით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს, ვნახავთ უახლოეს მომავალში, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ამბობს, რომ დიდი, ერთიანია პოლიტიკური ცენტრი იქნება, სადაც არა მხოლოდ "ახაილ", არამედ მემარჯვენე, ცენტრისტული, პროდასავლური ძალები შეიკრიბებიან.
მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს, იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებამდე მივალთ, 8 ივლისამდე იქნება ეს გადაწყვეტილება თუ უბრალოდ განაცხადს გავაკეთებთ და მერე რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაფორმდეს, სხვა საკითხია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად, არა მხოლოდ პარტია „ახალმა“, არამედ იმ პარტიებმა, ვისაც შეუძლია მემარჯვენე, ცენტრისტული, პროდასავლური ძალების შეკრება და ამ ყველაფრისგან გაკეთება ე.წ. გეიმჩეინჯერის, ანუ იმის, ვინც იქნება ლიდერი გამარჯვებული კოალიციის,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
პროდასავლური ცენტრის შექმნის აუცილებლობზე საუბრობს "ევროპული საქართელოს" ლიდრი გიგა ბოკერიაც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სასარგებლოდ მიგვაჩნია, რომ იმ ტიპის სიმძიმის ცენტრი შეიქმნას, რომელიც არის ცალსახად პროდასავლური, არა შავრაზმული, „ქართულ ოცნებასთან“ გამორიცხავს თანამშრომლობას გარდა მათი მხრიდან ხელისუფლების ჩაბარებაზე მოლაპარაკებებისა, ასევე გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართვას დონორის მხრიდან ან ბელადების მართვას, - ამბობს გიგა ბოკერია.