ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია
საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, რიკ დემსი, საქართველშია.
დემსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეს და ხვალ გამართავს.
ის პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და პრემიერ მინისტრს, ასევე, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს თბილისში შეხვდება.
დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთანაც შეხვედრაც.
დემსი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებსაც შეხვდება.