5 ივლისის მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული - თამარ კინწურაშვილი

05.07.24 13:20
5 ივლისის მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული - თამარ კინწურაშვილი

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი 5 ივლისის უმძმეს მოვლენებს იხსენებს და პირდაპირ ამბობს, რომ ძალადობა ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული. კინწურაშვილის თქმით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ხელისუფლებამ ჟურნალისტების და მოქალაქეების წინააღმდეგ აწარმოა, თუმცა რა რიტორიკიაც ეს ძალადობრივი ჯგუფები გამოდიოდნენ, ახლა "ქართული ოცნება" თავად სჩადის. 

5 ივლისის მოვლენები, პირველ რიგში, წახალისებული იყო ხელისუფლების მიერ, მიმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს პრემიერის განცხადება, რომელმაც ოპოზიციას დაუკავშირა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენ ვნახეთ როგორ მიზანმიმართულად ხდებოდა ჟურნალისტების დევნა, მათი მიზანმიმართული ცემა, ტექნიკის დაზიანება. ეს იყო გარკვეული სადამსჯელო ოპერაცია და ხელისუფლებამ, გარკვეულწილად ხელი შეუწყო რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების მესტრიმიზაციას, მათ პოლიტიკურ აქტორად ქცევას, თუმცა რა რიტორიკითაც ეს ჯგუფები გამოდიოდნენ, დღეს ხელისუფლება თავად აკეთებეს იგივეს, - ამბობს თამარ კინწურაშვილი. 

5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღიდან სამი წლის თავზეც დაზარალებული ჟურნალისტები მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები