ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქეს უდიდესი სიხარული, დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, გაგვაერთიანეს და მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის - ბოკუჩავა

05.07.24 13:13
ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქეს უდიდესი სიხარული, დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, გაგვაერთიანეს და მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის - ბოკუჩავა

„ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქეს უდიდესი სიხარული, დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, გაგვაერთიანეს და გვაჩვენეს, რომ ჩვენ ერთიანობით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. მე მათ მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის და  გამარჯვების რწმენის დაბრუნებისთვის!“ - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავა გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების მიმართ განხორციელებულ ბულინგს.

ივანიშვილის პროპაგანდის მხრიდან ერთის მხრივ ძალადობის გამართლება, რასაც ვხედავდით ახალგაზრდების წინააღმდეგ და შემდეგ ნებისმიერი ფორმის კრიტიკა მისაღებია თუ მიუღებელი ამის ბულინგად შერაცხვა უკიდურესად არათანმიმდევრული და არაადეკვატურია. 
ჩემი მხრიდან შემიძლია ერთადერთი კომენტარი გავაკეთო - ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქეს უდიდესი სიხარული, დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, გაგვაერთიანეს და გვაჩვენეს, რომ ჩვენ ერთიანობით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია და მე მათ მინდა, რომ გულწრფელი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის და ამ გამარჯვების რწმენის დაბრუნებისთვის! ეს არის ერთადერთი, რაც მე მაქვს სათქმელი ამ თემაზე," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები