5 ივლისი იყო მიზანმიმართული შურისძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ - რუსუდან ჯაბანიშვილი
5 ივლისი იყო მიზანმიმართული შურისძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ჟურნალისტი რუსუდან ჯაბანიშვილი საუბრობს. მედიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებას საქმეების გამოსაძიებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, თუმცა ეს არ გააკეთა.
ამასთან, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ 5 ივლისის სისხლიანი მოვლენები გამოუძიებელი დარჩება.
დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ 5 ივლისი იყო მიზანმიმართული შურისძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ. ხელისუფლებას საკმარისი დროს და შესაძლებლობაც ჰქონდა, რომ რეაგირება მოეხდინა და აღეკვეთა ეს დანაშაული, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, თავი სხვადასხვა მიზეზით იმართლეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ძალადობის თავიდან არიდება იყო შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ იმაშაიც, რომ არ მოხდება ამ საქმის გამოძიება, - მაბობს რუსუდან ჯაბანიშვილი.
5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღიდან სამი წელი გავიდა, თუმცა მოძალადეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.