"რუსული კანონის მიღების შემდეგ საქართველოში საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა" - ბოკუჩავა
"რუსული კანონის მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუარესდა საინვესტიციო გარემო, რასაც ადასტურებს ის, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას," - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიტანეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრობს.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ერთადერთი, ვისი მოზიდვაც ხელისუფლებამ მოახერხა, ჩინური სანქცირებული კომპანიებია, რომლებსაც სერიოზული რეპუტაციული პრობლემები აქვთ.
„რუსული კანონის მიღებამ საბოლოოდ დაარწმუნა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათ შორის საერთაშორისო ინვესტორები, რომ დღეს საქართველოს ჰყავს არა პროდასავლური, არამედ პრორუსული ავტოკრატიული ხელისუფლება და ბუნებრივია, ასეთ პირობებში საინვესტიციო გარემო არის მნიშვნელოვნად გაუარესებული და ამას გვიჩვენებს ის, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას და ერთადერთი მათ შორის ეკონომიკური პარტნიორის მოზიდვა შეძლო და მომავალშიც აპირებს ივანიშვილის ხელისუფლება, არის ჩინური საერთაშორისოდ სანქცირებული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ძალიან სერიოზული რეპუტაციული პრობლემები, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.