ამდენი წელი გავიდა და ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა - ნინო გაზდელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

05.07.24 13:40
ამდენი წელი გავიდა და ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა - ნინო გაზდელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

 5 ივლისის სისხლიან მოვლენებს იხსენებს ჟურნალისტი ნინო გაზდელიანიც, რომელიც იმ დროს მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. მედიის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ 3 წლის შემდეგ ვიტარება არა თუ გაუმჯობესდა, კიდევ უფრო გაუარსებულია. 

მე მომიწია პარლამენტის ზედა შესასვლელთან მუშაობა, სწორედ იმ კორპუსის წინ, სადაც, სამწუხაროდ, ლექსო ლაშქარავა და მირანდა ბაღათურია ჰყავდათ ჩაკეტილი და ჩვენ არ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენც შევსულიყავით ამ სადარბაზოში და მე სულ ვფიქრობ, რომ იქნება, ერთი დამატებითი კამერა მაინც რომ ყოფილიყო იქ, ასეთი გამეტებით არ ეცემათ ლექსო და შესაძლოა, ის დღეს ცოცხალი ყოფილიყო. გავიდა ამდენი წელია, მაგრამ არა თუ შემსუბუქდა ვითარება, არამედ კიდევ უფრო გაუარესდა, - ამბობს ნინო გაზდელიანი. 

5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღიდან სამი წელი გავიდა, თუმცა მოძალადეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. 

მსგავსი სიახლეები