ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ - ვიქტორ ორბანი
ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ, - ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა დღეს დილით ერთ-ერთ რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა. უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას არ აქვს მანდატი, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის სახელით აწარმოოს, ომის სასწაულებრივად დასრულებას არავინ უნდა ელოდოს და ამისთვის მოქმედებაა საჭირო.
ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ. მაშინაც კი, თუ ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას არ აქვს მანდატი ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებისა, ჩვენ არ შეგვიძლია, დავსხდეთ და დაველოდოთ ომის სასწაულებრივად დასრულებას. ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ეს არის ჩვენი სამშვიდობო მისია. ჩვენთვის, უნგრელებისთვის მნიშნელოვანია, რომ შევახსენოთ საკუთარ თავს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა, რომელსაც ბრიუსელში როტაციული თავმჯდომარეობას უწოდებენ , რაგდგან მანდატს ერთი წლის განმავლობაში ფლობ, არ გაძლევს უფლებას, აწარმოო მოლაპარაკებები ევროკავშირის სახელით. ამიტომ, მოლაპარაკებების ფორმატი შეიძლება ჰგავდეს, რადგან ჩვენ ვსხვედვართ მაგიდასთან და ვმსჯელობთ საკითხებზე, მაგრამ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ამიტომ, არ სჭირდება მანდატი, მე კონკეტულად არავის წარმოვადგენ. მე ვაკეთებ ერთ რამეს - მე დავდივარ ადგილებში, სადაც არსებობს ომის საფრთხე ან არის ომი, რომელსაც აქვს უარყოფითი შედეგები ევროპასა და უნგრეთზე, - თქვა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.