გენერალური პროკურორობის კანდიდატი "გირჩის" ლიდერს ციხეში გაშვებით ემუქრება

05.07.24 13:59
გენერალური პროკურორობის კანდიდატი "გირჩის" ლიდერს ციხეში გაშვებით ემუქრება

 

 

რას გააკეთებდა პროკურორობის კანდიდატი ლალი ბუნტური პროკურორად არჩევის შემთხვევაში? ბუნტური "გირჩის" ლიდერს ციხეში გაშვებას ჰპირდება. შოთაძის სკამისთვის მებრძოლ ბუნტურს არ მოსწონს იაგო ხვიჩიას პარტრიის მოწოდებები სამხედრო გაწვევისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ. 

თქვენმა პარტიამ რომ გამოაცხადა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარება, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვიყო, მოწოდებისთვის, რომ სამხედროში არ წახვიდეთ. ჩვენი წინაპრები, დედები, ხმალით და ფარით ხვდებოდნენ გზაზე შვილებს, რომ ომში წასულიყვნენ და ქვეყანა დაეცვათ, თქვენ არ წახვიდეთ ჯარში, სამშობლო არ დაიცვათო. ჩვენს სამშობლოს დაცვა არ სჭირდება?", - უთხრა ბუნტურმა "გირჩის" ლიდერს.

დილიდან საპროკურორო საბჭოში პროკურორების მსუვრელი კანდიდატებსი მოსმენა მიდის. შეგახსენებთ რომ პირველი გამომძიებლობისთვის ჯამში 11 ადამიანი იბრძვის. 

მსგავსი სიახლეები