"გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა" - კობახიძე კირ სტარმერზე
"დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ კირ სტარმერს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში წერს.
მთავრობის მეთაური მას წარმატებას უსურვებს და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მზაობას გამოთქვამს.
„წარმატებას ვუსურვებ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის,“- წერს პრემიერი.
4 ივლისს გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა და ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტია კირ სტარმერის ხელმძღვანელობით მოვიდა. კირ სტარმერი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი გახდება.