გენპროკურორობის კანდიდატი: გავიარე კონსულტაციები უმრავლესობასთან, პროკურატურაშიც, გაბიტაშვილი უალტერნატივოა

05.07.24 16:52
გენპროკურორობის კანდიდატი: გავიარე კონსულტაციები უმრავლესობასთან, პროკურატურაშიც, გაბიტაშვილი უალტერნატივოა

 

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებამდე კანდიდატურა მოხსნა. გაგნიძე ამტკიცებს, რომ "ქართულ ოცნებას" უკვე ჰყავს კანდიდატი და მომავალი გენერალურ პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი იქნება, რომელიც ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის დროს მისი მოადგილე იყო. 

გაგნიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები გაიარა საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან და დარწმუნდა, რომ უალტერნატივოა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის დანიშვნა. 

გადავწყვიტე, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გავიარე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან, პროკურატურაშიც. [...] ბატონ გაბიტაშვილს უჭერს 465 კოლეგა პროკურორი და ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლები უჭერენ მხარს. უალტერნატივოა, შეიძლება ითქვას, ანუ, ის იქნება მთავარი პროკურორი", - თქვა გრიგოლ გაგნიძემ.

მსგავსი სიახლეები