ლაშქარავას ბედი არც არავის არ გაღელვებთ და რომ გარდაიცვალა, გიხარია - ვოლსკი ჟურნალისტებს

05.07.24 17:35
ლაშქარავას ბედი არც არავის არ გაღელვებთ და რომ გარდაიცვალა, გიხარია - ვოლსკი ჟურნალისტებს

5 ივლისის მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ ხელისუფლება პასუხისმგებლობას ისევ გაურბის და დანაშაულის ორგანიზატორების დასჯის საფუძველს ვერ ხედავს.

მუქარისშემცველი განცხადებების და ღია ძალადობრივი მოწოდებების მიუხედავად, მმართველი პარტია ამბობს, რომ ვინც დასასჯელი იყო, დაისაჯა და მასობრივ თავდასხმას მედიაზე ორგანიზატორი არ ჰყავს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარალელს ისევ წინა ხელისუფლებაზე ავლებს და ცდილობს გამოუძიებელი საქმე გადაფაროს.

გია ვოლსკი ჟურნალისტებს იმასაც კი ეუბნება, რომ მათ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი არ აწუხებთ და  გარდაცვლილ ოპერატორის სახელს მედია საკუთარი ინტერესისთვის იყენებს.

ადამიანები, ვინც ამ საკითხებთან მიმართებაში აკეთებდნენ აგრესიულ განცხადებებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანების ჯგუფმა უნდა დანაშაული ჩაიდინოს. დაისაჯნენ, განსხვავებით თქვენი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ადამიანების მკვლელობებისგან, დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც იძალადა. უამრავი ადამიანი პასუხისგებაში მიეცა და ვერ მოისვენეთ მაინც, რომ ვიღაც პასუხისგებაში მიეცა. 
ლექსო ლაშქარავას ბედი არც არავის არ გაღელვებთ და რომ გარდაიცვალა, გიხარია პირიქით, რომ საშუალებას გაძლევთ ... მე ჩემი თვალით ვნახე შენი კოლეგები, ჟურნალისტები იდგნენ და ლექსო ლაშქარავას სურათებს ინიავებდნენ,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები